Close

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონტეინერების კონტროლის პროგრამის UNODC-ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონტეინერების კონტროლის პროგრამის UNODC-ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

: 2021-05-29
: სიახლეები

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ კონტეინერების კონტროლის პროგრამის UNODC - ისშავი ზღვის რეგიონის კოორდინატორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორთან ნაიდა შამილოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) ერთობლივი, კოორდინირებული და აქტიური მუშაობა, პროგრამის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს თანამშრომლები, მონაწილეობას მიიღებენ საჰაერო ტვირთების კონტროლის პრაქტიკულ სწავლებაში, რომელიც გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 25-28 მაისს, ქალაქ კიევში, საავიაციო უსაფრთხოების სასწავლო ცენტრში (ASTC) გაიმართება.

„კონტეინერების კონტროლის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ.

უწყების ცნობით, დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და კონტეინერების კონტროლის პროგრამის UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორის ასისტენტი ვახტანგ ტარტარაშვილი ესწრებოდნენ.




AnabelLogistics
Contact Us