ჩვენ შესახებ

Anabel Logistics

Anabel Logistics —
წამყვანი ლოჯისტიკური კომპანია

Anabel Logistics წარმოადგენს წამყვან ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ტვირთების ტრანსპორტირება და სრული ლოჯისტიკური მომსახურება თურქეთიდან საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისი, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოებას, სისწრაფესა და ინდივიდუალურ მიდგომას.

2012
დაარსების წელი
10+
გამოცდ. პროფ.
3
ლოჯ. ცენტრი
🎯
ჩვენი მისია
უზრუნველვყოთ ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირება ოპტიმიზებული ლოჯისტიკური ჯაჭვის მეშვეობით. ჩვენ ვქმნით საიმედო ხიდს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, სადაც თითოეული ტვირთის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა.
მთავარი მარშრუტი
🇹🇷
სტამბული
ოფისი + საწყობი
🇬🇪
თბილისი
ოფისი + საწყობი
ფოთი — სათაო ოფისი
საქართველოს ნებისმიერი წერტილი

რატომ ირჩევენ Anabel Logistics-ს

🚛
საკუთარი ავტოპარკი
ჩვენ ვფლობთ თანამედროვე სტანდარტების მქონე მრავალფეროვან ავტოპარკს. საკუთარი რესურსების ქონა გვაძლევს საშუალებას სრულად გავაკონტროლოთ გადაზიდვის ხარისხი, ვადები და უზრუნველვყოთ ტვირთის მაქსიმალური უსაფრთხოება ყოველგვარი შუამავლების გარეშე.
📦
მრავალფეროვანი სერვისი
„ანაბელ ლოგისტიკი" გთავაზობთ ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს — სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებიდან დაწყებული, საბაჟო-საბროკერო და საწყობის სერვისებით დამთავრებული.
👥
გამოცდილი გუნდი
ჩვენი გუნდი შედგება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლოგისტიკოსებისა და ექსპედიტორებისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მოძებნაზე.
📍
სტრატეგიული ლოკაციები
ფართო პარტნიორული ქსელი და სტრატეგიული პუნქტები თურქეთში, ევროპასა და აზიაში საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ტვირთების ოპერატიული კონსოლიდაცია.
ჩვენი ხედვა

გავხდეთ რეგიონის ყველაზე სანდო ლოჯისტიკური პარტნიორი

ჩვენ მუდმივად ვნერგავთ ინოვაციებს გადაზიდვების პროცესში და ვზრდით მომსახურების არეალს, რომ გავხდეთ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ლოჯისტიკური კომპანია რეგიონში.

📞 დაგვიკავშირდით 💬 WhatsApp
გვწერეთ WhatsApp-ზე